Home დღის ამბები ჟურნალისტ ეკატერინე კობახიძეს Credo Bank – ი საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გაყიდვით ემუქრება

ჟურნალისტ ეკატერინე კობახიძეს Credo Bank – ი საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გაყიდვით ემუქრება

ჟურნალისტ ეკატერინე კობახიძეს Credo Bank – ი საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გაყიდვით ემუქრება

აუქციონი 23 თებერვალს არის ჩანიშნული. მიზეზად სესხთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა სახელდება.

კობახიძე აცხადებს, რომ მისი პრობლემების საფუძველი 2018 წელს განვითარებული მოვლენებია. როცა მან არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED- სათვის რეპორტაჟი მოამზადა, რომელშიც საკონტრაქტო სამხედროების მშობლები ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.

ჟურნალისტის თქმით, მასალა მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილისათვის, რის გამოც, იგი ლაგოდეხის სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ, კობახიძემ მცირე სამეურნეო საქმიანობა წამოიწყო და ბანკიდან აღებული სესხით ცხვარი შეიძინა. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური ვალდებულების შესრულება ვეღარ შეძლო.

კობახიძის მტკიცებით, მიზეზი ლაგოდეხის მერის წარმომადგენლის, ვანო მანაგაძისა და მისი ძმის, პოლიციელი რამაზ მანაგაძის ჩარევა გახდა.

ვინაიდან, სოფელში საძოვრის გამოყენება მხოლოდ მას აუკრძალეს და ამისათვის მესაქონლეებს მისი სახლის წინ საპროტესტო აქცია მოაწყობინეს. თავად კი, როგორც ამბობს, საბალახე ტერიტორიიდან პოლიციასთან დადებული ხელწერილით გააძევეს.

ჟურნალისტის განმარტებით, ამ მოვლენების შედეგად, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, რამაც ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმა.

კობახიძე აცხადებს, რომ თუ აუქციონი გაიმართება, სახლს დაწვავს და მის გაყიდვას არ დაუშვებს.

ამ ეტაპზე ის საზოგადოებას საცხოვრებელი სახლის გადასარჩენად დახმარებას სთხოვს.

„ჩემი ერთადერთი თავშესაფრის გადარჩენის შანსი მხოლოდ თქვენ ხართ“, – წერს კობახიძე და საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს.

GE54BG0000000100774496