Home დღის ამბები განათლება წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი-ის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი-ის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი-ის (SANGU) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

ჯგუფს ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში.

ვიზიტი პარტნიორ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრებით დაიწყო. დისკუსია უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯში გაიმართა.

მხარეებმა არსებული ერთობლივი პროგრამების განვითარების პერსპექტივები, ახალი აკადემიური შესაძლებლობების შექმნა, ტექნოლოგიური განათლების გაძლიერება და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ინიციატივები განიხილეს.

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების განვითარებას საქართველოში.

– ნათქვამია წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.