Home დღის ამბები 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი ელექტრომობილებზე არ გავრცელდება

6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი ელექტრომობილებზე არ გავრცელდება

6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი ელექტრომობილებზე არ გავრცელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, აცხადებს, რომ 1 აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება, თუმცა ეს შეზღუდვა ელექტრომობილებს არ შეეხება.

მთავრობის დადგენილების მიზანია, ავტოპარკის განახლება, ჰაერის დაბინძურების შემცირება და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა.

გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გარემოს დაცვას, ადამიანების ჯანმრთელობასა და კომფორტულ გადაადგილებას ასახელებს.

ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ალექსი ნონიაძე, ვარაუდობს, რომ ახალი რეგულაციის შედეგად შესაძლოა შემცირდეს იმპორტის მოცულობა, გაძვირდეს როგორც ახალი, ასევე უკვე საქართველოს ბაზარზე არსებული ავტომობილები, დაიხუროს ლოჯისტიკური კომპანიების ნაწილი და გაიზარდოს დილერების უმუშევრობის რისკი.