ლაგოდეხში, წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილ შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
საგანმანათლებლო აქტივობა ისტორიული მუზეუმის მედიათეკის დარბაზში შედგა.
მისი მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესის გაძლიერება იყო.
ღონისძიების დასასრულს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, მონაწილეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.
ქალაქ ლაგოდეხისა და სასოფლო ბიბლიოთეკების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას, ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები და ახალგაზრდები დაესწრნენ.





















