,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ფონის და კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
სოფელ ზემო და ქვემო ფონის, ზემო და ქვემო ხეჩილისა და დონის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფელ ფონაში სანიაღვრე არხების მოწყობა განხორციელდება.
ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფლების, კაბალის, განჯალის, ყარაჯალისა და უზუნთალის მოქალაქეების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ოთხივე სოფელში გარე განათების მოწყობა დაიგეგმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 1 500 000 ლარი დაიხარჯება.





















