რეგიონებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა – ამოღებულია მერქანი და მორები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
დარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 40-მდე ხე-მცენარე.
ჯამში ამოღებულია დაახლოებით 8 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი და 57 მრგვალი ხე-ტყე (მორი).
უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
უწყებაში აცხადებენ, რომ უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები და გამკაცრებულია სანქციები.





















