Home დღის ამბები 31 წლის ქართველი ემიგრანტი ავარიაში დაიღუპა

31 წლის ქართველი ემიგრანტი ავარიაში დაიღუპა

31 წლის ქართველი ემიგრანტი ავარიაში დაიღუპა – შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ინდიანას შტატში მოხდა

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტომობილი მთლიანად დამწვარია, რაც სავარაუდოდ ძლიერი შეჯახებისა და შემდგომი ხანძრის შედეგია.

ოფიციალური უწყებების მიერ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომხდარის მიზეზებისა და გარემოებების შესასწავლად მიმდინარეობს გამოძიება.