Home რეგიონი კახეთში ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთში ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კახეთში, ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბააკაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, პლატონ კალმახელიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებისა და მთლიანად რეგიონის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა როგორც ადგილობრივ დონეზე დაგეგმილ ინიციატივებზე, ისე ახალგაზრდობის სააგენტოს მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

სააგენტოს წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა დაგეგმილი პროგრამების შესახებ და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის, აუცილებელია ცენტრალურ და მუნიციპალურ უწყებებს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას შესთავაზებს.