Home რეგიონი თელავი სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლაში კამპანია „მე...

სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლაში კამპანია „მე მომავალში“ დაიწყო

სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო სკოლაში კამპანია „მე მომავალში“ დაიწყო

საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია „მე მომავალში“, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით ახორციელებს.

კამპანიის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მავნე ჩვევების პრევენცია, ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება და კანონის პატივისცემის მნიშვნელობის გაძლიერება.

შეხვედრის ფარგლებში სამართალდამცველებმა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, მოსწავლეებს უსაფრთხოების საკითხებზე, ჯანსაღი არჩევანის მნიშვნელობასა და იმ რისკებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც მოზარდებს სხვადასხვა საფრთხის წინაშე აყენებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა და დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.