თელავში ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა – საავადმყოფოში გადაყვანილია მძღოლიც
შემთხვევა სეხნიაშვილის ქუჩაზე, თელავის რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, უკან სვლის დროს მეუღლეს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების რეაგირების შემდეგ, ავტომობილი კიდევ ერთხელ დაიძრა და ქალს ხელმეორედ გადაუარა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მძღოლიც შეუძლოდ გახდა და ისიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართლებრივი რეაგირება.





















