Home რეგიონი თელავი თელავში რაგბის კლუბი „ჭადარი“ დღეიდან სამწვრთნელო საქმიანობას წყვეტს

თელავში რაგბის კლუბი „ჭადარი“ დღეიდან სამწვრთნელო საქმიანობას წყვეტს

თელავში, რაგბის კლუბი „ჭადარი“ დღეიდან სამწვრთნელო საქმიანობას წყვეტს

ინფორმაცია კლუბმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუნდი, რომელმაც 7-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად პირველ ლიგაში აღზევება შეძლო, მიმდინარე სეზონში დამაკმაყოფილებელ შედეგს აჩვენებდა და ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ სამი ტურია დარჩენილი.

მათივე ცნობით, კონკრეტული მიზეზების გამო, ვარჯიშები დროებით ჩერდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პროცესის შეჩერება ფინანსურ საკითხებს უკავშირდება.

თუმცა, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი, „ჭადარის“ წარმომადგენლები მიზეზებს უახლოეს დღეებში დამატებით განმარტავენ.

ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ გუნდი დარჩენილ მატჩებს არ ჩააგდებს.