“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გრძელდება
სოფელ ჩანტლისყურის, ზინობიანის, წიწკანაანთსერისა და კუჭატნის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ ჩხეიძემ, მოადგილეებთან ერთად გამართეს.
პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად ჩანტლისყურეში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა, სოფელ ზინობიანში შიდა გზების მოხრეშვა, სასაფლაოს შემოღობვა, სოფელ წიწკანაანთსერში მინი სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობა, ხოლო სოფელ კუჭატანში, გარე განათების ქსელისა და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.





















