Home რეგიონი ყვარელი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გრძელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გრძელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ჩხეიძემ მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად დაასახელა სოფელ შილდაში – სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, სოფელ ენისელში – გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა, სოფელ საბუეში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ გრემში – სასაფლაოს შემოღობვა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.