Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

🔷 ️თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ დაღუნდარიძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე შათირიშვილმა, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებმა ზაზა ტატულიშვილმა და ზურაბ მუსაევმა, მერის მოადგილეებმა გიორგი ყარაულაშვილმა, გიორგი ქართლელიშვილმა და გიგა მამუკელაშვილმა საკონსულტაციო შეხვედრები სოფლების ყარაჯლის, იყალთოს, რუისპირის და ახატელის მოსახლეობასთან გამართეს.

🔷 ️მოსახლეობამ თავად გამოავლინა არსებული საჭიროებები და პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები შეარჩია.

🔷 ️ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს არსებული გამოწვევების შესახებ და მოქალაქეებთან ერთად დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები.

🔷 ️უკვე მეხუთე წელია, რაც პროგრამის ფარგლებში პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50-ის ნაცვლად 100%-იანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული.

🔷️ პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 956 000 ლარია გამოყოფილი.