ახმეტის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ ქარუმაშვილმა და მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა, საკონსულტაციო შეხვედრები სოფელ ქვემო ალვანისა და თუშეთის სოფლების მოსახლეობასთან გამართეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად განიხილეს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები და სოფლებში არსებული საჭიროებები. შეთანხმდნენ უახლოეს პერიოდში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფელში გაიმართება.





















