გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სოფლების: ჩუმლაყის, ყიტაანის, გურჯაანის, ჭანდრის და ძირკოკის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებმა სოფლის საერთო კრებებზე ის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.
2026 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 520 000 ლარი გამოიყო.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.





















