დედოფლისწყაროში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე, ობიექტზე არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები – ინდმეწარმე ლ. ნ. (მის: ჰერეთის ქ. N43, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების წესისა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული სხვა მოთხოვნების დარღვევით ამზადებდა საკონდიტრო ნაწარმს.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ ცხელ ხაზს – 1501.





















