Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურიასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საკონსულტაციო შეხვედრები გამართა მუნიციპალიტეტის სოფლების – ლელიანის, ბალთის, ბებურიანის, ნამესრალის, ქალქვის და მირსკისეულის მოსახლეობასთან.

ადგილობრივების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ლელიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია იგეგმება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართული შეხვედრების მიზანია, ადგილზე არსებული საჭიროებების გამოვლენა მოსახლეობის ჩართულობით და მათთან ერთად პრიორიტეტული საპროექტო წინადადებების შერჩევა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, პროგრამის განსახორციელებლად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში 1 500 000 ლარის ფინანსური რესურსი დაიხარჯება.