Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ჩხეიძემ ჭიკაანის, გავაზისა და სანავარდოს მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს.

მოსახლეობამ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად, სოფელ ჭიკაანში – არსებული სკვერის კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასაფლაოს შემოღობვა დაასახელა.

სოფელ გავაზში – სკვერის მოწყობასა და პოლიკლინიკის ეზოს კეთილმოწყობას, ხოლო სოფელ სანავარდოში – გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციასა და არსებული სპორტული მოედნის კეთილმოწყობას მოითხოვენ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.