Home რეგიონი ყვარელი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ჩხეიძემ მთისძირის, ბალღოჯიანისა და ახალსოფლის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს

შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად დაასახელა- სოფელ მთისძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა, სოფელ ბალღოჯიანში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა და სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა, ხოლო სოფელ ახალსოფელში #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და სტადიონის მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.