Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობას შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობას შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, სოფლების: კახიფარის, ვაჩნაძიანის, კალაურის, შაშიანისა და ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრების ფარგლებში ადგილობრივები საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებს უშუალოდ აფიქსირებენ, რის საფუძველზეც შეირჩა ის პროექტები და მიმართულებები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

“მოსახლეობის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად პასუხობდეს ადგილობრივების რეალურ საჭიროებებს,” – აღნიშნა მაჭავარიანმა.

2026 წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან 520 000 ლარი დაიხარჯება.