Home რეგიონი თელავი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თეიმურაზ ვახტანგიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თეიმურაზ ვახტანგიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თეიმურაზ ვახტანგიშვილის მემორიალური დაფა მის საცხოვრებელ სახლზე საზეიმოდ გაიხსნა

ღვაწლმოსილი პედაგოგის, ისტორიკოსის, მკვლევარის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, პროფესორის ოჯახის წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, მოსწავლეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

მემორიალური დაფის გახსნა გარდაცვლილი პროფესორის 85- ე წლისთავს მიეძღვნა. ის ვახტანგიშვილის სახლზე, საზოგადოება “ჩვენი თელავის” ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განთავსდა.

თეიმურაზ ვახტანგიშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა, აღზარდა რამდენიმე თაობის ისტორიკოსი, იყო 50- ზე მეტი კვლევის, ნაშრომის, მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი.