Home რეგიონი კახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინდა

კახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინდა

კახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 40-მდე ფაქტი გამოავლინა.

სამართალდარღვევები დედაქალაქის გარდა დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში,

მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

უწყების ინფორმაციით, ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, ასევე ქობულეთის, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვისა და მუნიციპალური

არასახიფათო, სახიფათო, სამშენებლო, ინერტული და ცხოველური ნარჩენებით გარემოს

დანაგვიანების ფაქტები.