Home რეგიონი გურჯაანი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები გურჯაანის მუნიციპაიტეტის მერმა დააჯილდოვა

საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები გურჯაანის მუნიციპაიტეტის მერმა დააჯილდოვა

კახეთის რეგიონული საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა, საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა და საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დააჯილდოვეს. მონაწილეებს ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო კლუბი კახეთის რეგიონულ ჩემპიონატს ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

ტურნირში მონაწილეობა 60-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკემ მიიღო. შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს გურჯაანელმა სპორტსმენებმა, რომლებმაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მაღალი შედეგები აჩვენეს.