ახმეტის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების – ახალდაბის, ჩარექაულის,ხველიანდროს, ჩაბინაანისა და ხორხელის მოსახლეობას შეხვდნენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები თებერვლის თვეში მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება.
მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ხმათა უმრავლესობით შეარჩიოს საპროექტო წინადადება.
პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებებია: სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, სარწყავი სისტემების, გზებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაცია.





















