Home რეგიონი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 40-მდე ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 40-მდე ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 40-მდე ფაქტი გამოავლინა

სამართალდარღვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მათ შორის კახეთში.

კახეთში დარღვევები დაფიქსირდა თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

საქმე ეხება მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვას, ასევე სხვადასხვა ტიპის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას.

სხვა რეგიონებში დარღვევები გამოვლინდა აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავსა და დუშეთში.

2025 წლის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 713 ფაქტი შეისწავლეს.