Home რეგიონი გურჯაანი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დარეჯან პაპაშვილის პოეზიის და ანანო ერისთავის...

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დარეჯან პაპაშვილის პოეზიის და ანანო ერისთავის ესეების პრეზენტაცია მოეწყო

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის მკითხველთა მომსახურების განყოფილებაში, დარეჯან პაპაშვილის პოეზიის და ანანო ერისთავის ესეების პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრას ბიბლიოთეკის თანამშრომლების გარდა მკითხველები და პოეზიის მოყვარულები დაესწრნენ. ავტორებმა საკუთარი ლექსების კრებულიდან და ესეებიდან ამონარიდები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებაზე ესაუბრნენ.