გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, სოფელ კალაურში, ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენა და ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები ა(ა)იპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურმა სპეციალური ტექნიკით განახორციელა.





















