იანვრის თვეში, საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის უკანონო ბრუნვის 16 ფაქტი გამოავლინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევას ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მიაკვლია.
უწყების ინფორმაციით, 18 პირს ბრალი წარედგინა. მათგან 8 დაკავებულია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, სარეალიზაციოდ განკუთვნილი 18 185 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 117 780 ლარს შეადგენს.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





















