ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ,,ახალგაზრდული საბჭოს“ წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ალექსი ფიცხელაურმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილ პროექტებზე.
მერმა, ასევე, მოისმინა ახალგაზრდების მხრიდან დასახელებული საჭიროებები და ახალი ინიციატივები.
სამუშაო შეხვედრაზე, ალექსი ფიცხელაურმა ახალგაზრდებთან ერთად სამომავლო ღონისძიებები დაგეგმა.





















