ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
შეხვედრაზე მერმა მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფიცხელაურმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილ პროექტებზე და მათი მხრიდან დასახელებული საჭიროებები და ახალი ინიციატივები მოისმინა.
ალექსი ფიცხელაურმა ახალგაზრდებთან ერთად სამომავლო ღონისძიებებიც დაგეგმა.





















