ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა თანამშრომლებს ა(ა)იპ „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელმძღვანელი შალვა მეტრეველი წარუდგინა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრების საორგანიზაციო საკითხებზე.





















