საქართველოში ვენახების თითქმის 86% კახეთის რეგიონშია გაშენებული
ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლისთვის საქართველოში ვენახების საერთო ფართობი დაახლოებით 50 000 ჰექტარს შეადგენს.
რეგიონებს შორის ლიდერია კახეთი, რომელსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან სხვა რეგიონები. მეორე ადგილზეა ქართლი, ხოლო მესამე ადგილზე იმერეთი.
ვენახის ფართობი ზონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
• კახეთი – 42 900 ჰექტარი
• ქართლი – 2 600 ჰექტარი
• იმერეთი – 2 400 ჰექტარი
• რაჭა – 660 ჰექტარი
• ლეჩხუმი – 357 ჰექტარი
• აფხაზეთი – 224 ჰექტარი
• სამეგრელო – 198 ჰექტარი
• აჭარა – 146 ჰექტარი
• გურია – 101 ჰექტარი
• სამცხე-ჯავახეთი – 31 ჰექტარი





















