Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში მიწის უკანონო რეგისტრაციის საქმეზე მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და მერის წარმომადგენელს ბრალი წარედგინათ

გურჯაანში მიწის უკანონო რეგისტრაციის საქმეზე მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და მერის წარმომადგენელს ბრალი წარედგინათ

გურჯაანში მიწის უკანონო რეგისტრაციის საქმეზე მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და მერის წარმომადგენელს ბრალი წარედგინათ

სუსი ორი მოქალაქის ჩართულობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თანამშრომელსა და ამავე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გურჯაანში, ზვიად კურდღელაშვილს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ედავება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მერიის თანამშრომელმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე 39 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

განზრახვის განხორციელების მიზნით, მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული წესით რეგისტრაცია.

მერის წარმომადგენელმა, კურდღელაშვილმა, რომელსაც აღნიშნული საკითხის შესწავლა ევალებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეადგინა და გასცა ყალბი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა გურჯაანის მერიის თანამშრომლის სახელზე. აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს 70 200 ლარის ზიანი მიადგა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

აღნიშნული საქმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ანტიკორუფციული ღონისძიებების ერთ-ერთი ეპიზოდია.