Home დღის ამბები ცოფით დაღუპული პირუტყვის შემთხვევაში მეპატრონეები კომპენსაციას მიიღებენ

ცოფით დაღუპული პირუტყვის შემთხვევაში მეპატრონეები კომპენსაციას მიიღებენ

ცოფით დაღუპული პირუტყვის შემთხვევაში მეპატრონეები კომპენსაციას მიიღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, ასევე ღორის ცოფით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეებს კომპენსაცია მიეცემათ.

პროცესი 2026 წლის 27 იანვრიდან დაიწყო. მინისტრის მოადგილის, ლაშა ავალიანის განცხადებით, აღნიშნული წესი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკას ეფუძნება და მიზნად ისახავს როგორც ფერმერების ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას, ასევე დაავადების გავრცელების პრევენციას.

„-კომპენსაციის გაცემის ეს წესი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკის ნაწილია. მისი მიზანია, ერთი მხრივ, ფერმის ცხოველის მეპატრონის ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება, ხოლო მეორე მხრივ, ფერმერების მოტივირება, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს.”- განაცხადა ავალიანმა.

ბოლო წლების განმავლობაში გატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, ცხოველებში ცოფის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

საქართველოში უკვე მოქმედებს ცხოველებში ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის წესი, რომელიც 2024 წელს შევიდა ძალაში.