Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხში პოლიციელებზე ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ლაგოდეხში პოლიციელებზე ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

ლაგოდეხში პოლიციელებზე ჯგუფურად ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, სოფელ ნინიგორში, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ბრალდებულებმა ხელი შეუშალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და ჯგუფურად გაუწიეს წინააღმდეგობა.

ინციდენტის დროს პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულს სამართალდამცველის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზიანებაც ედება ბრალად.

სამივე დაკავებულს ედავებიან პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ჯგუფურად. ხოლო ერთ-ერთ პირს დამატებით 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.