გურჯაანის მუნიციპალიტეტში 46 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემთხვევა გუშინ, სოფელ კალაურში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში დედამ მიაკვლია, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





















