Home რეგიონი თელავი 29 იანვარს თელავში ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო გზები დროებით არ იმუშავებს

29 იანვარს თელავში ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო გზები დროებით არ იმუშავებს

მოსახლეობის საყურადღებოდ!

29 იანვარს, საახალწლო გარე განათებისა და დეკორაციების დემონტაჟთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების გამო, ქალაქში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მონაკვეთებს:

ერეკლე მეორის გამზირი — საქართველოს ფოსტის შენობიდან ჭავჭავაძის მოედნამდე (,,ქართუ’’ ბანკის მიმდებარე ტერიტორია)

10:00 საათიდან 14:00 საათამდე

სააკაძის ქუჩა — განთიადის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე

14:00 საათიდან 17:00 საათამდე

მოქალაქეებსა და ქალაქის სტუმრებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობის დროებითი შეზღუდვა და წინასწარ დაგეგმოთ გადაადგილება.