გურჯაანში ახალი პარკი აშენდება
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების, საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკების მოწყობა.
გურჯაანის ახალ პარკში უნდა განთავსდეს პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მოეწყოს დეკორატიული ტბა და შადრევნები.





















