Home რეგიონი ყვარელი მოსახლეობის საყურადღებოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება ყვარელის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობის საყურადღებოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება ყვარელის მუნიციპალიტეტში

მოსახლეობის საყურადღებოდ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება!

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 830 000 ლარი განისაზღვრა.

2026 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 326 000 ლარი გამოიყო.

სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 9 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 21 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.

11 თებერვალი:

შილდა – 12:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;

ენისელი – 13:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;

საბუე – 14:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;

გრემი – 15:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან.

12 თებერვალი:

თხილისწყარო – 12:00 საათი – სოფლის ცენტრში;

შოროხი – 12:45 საათი – სოფლის ცენტრში;

საცხენე – 13:30 საათი – სოფლის ცენტრში;

თივი – 14:15 საათი – სოფლის ცენტრში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.