ნადირობის სეზონის გახსნიდან 5 თვეში 818 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 23 აგვისტოდან 2026 წლის 23 იანვრის ჩათვლით, პერიოდი შეისწავლეს.
გამოვლენილი ფაქტების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობას უკავშირდება.
8 შემთხვევაში სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტები დაფიქსირდა კახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. თელავის, ყვარლის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში უკანონოდ მოინადირეს „წითელი ნუსხით“ დაცული 3 კავკასიური მურა დათვი, 2 არჩვი და 1 შველი.
ამავე პერიოდში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. მანოკი.
უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვით დარღვევებზე მყისიერი რეაგირება მიმდინარეობს სამინისტროს ცხელ ხაზზე, 153-ზე შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.





















