Home რეგიონი თელავი სოფელ კისისხევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მძიმე მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ კვლევასა და...

სოფელ კისისხევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მძიმე მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ კვლევასა და აღდგენას საჭიროებს

სოფელ კისისხევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მძიმე მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ კვლევასა და აღდგენას საჭიროებს

თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე ნავებობა ნგრევის საფრთხის წინაშე დგას. ადრინდელი შუა საუკუნეების, V–VI სს. არქიტექტურული ძეგლი დღემდე არ არის სრულად შესწავლილი და შესაბამისი კონსერვაციისა თუ რეაბილიტაციის სამუშაოები არ ჩატარებულა.

ეკლესია სოფლის სამხრეთით, მდინარე კისისხევისა და მისი შენაკადის, წვრილხევის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს.

ის დარბაზულია, აღმოსავლეთით შვერილი, ხუთწახნაგოვანი აფსიდით, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრიდან თანადროული მინაშენები ეკვრის. ტაძარი ნაშენია რიყის ქვითა და კირის დუღაბზე, კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია შირიმის გათლილი ქვა.

ამჟამად ეკლესიის ინტერიერი დაახლოებით 1,5 მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულია ჩამოშლილი ქვებით, რაც კიდევ უფრო აჩქარებს მისი დაზიანების პროცესს.

ისტორიკოს თამაზ მარკოზაშვილის თქმით, სოფელ კისისხევში მრავალი ეკლესია-მონასტერია, რომლებიც მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობი და შეუსწავლელია.

ამ ეტაპზე ტაძრის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოფიციალური პოზიცია არ გავრცელებული.