გურჯაანის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 2025 წელს, 178 – მა ოჯახმა ისარგებლა.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გასული წლის განმავლობაში, 250 800 ლარი გაიცა.
პროგრამას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ახორციელებს, რომლით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული პროგრამა 18 წლამდე ასაკის მეოთხე და ყოველ შემდეგ შვილზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას გულისხმობს.





















