Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცის პროექტირება იწყება

გურჯაანში თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გურჯაანში, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს.

პროექტის მიზანია, შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სოციალური კავშირების გაღრმავებას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურიზმის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების, საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობა.

ახალ პარკში უნდა განთავსდეს, ასევე, პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მოეწყოს დეკორატიული ტბა და შადრევნები.

პროექტის მიხედვით მოეწყობა უსაფრთხოების და განათების თანამედროვე სისტემები, წყალმომარაგების, სარწყავი და სადრენაჟე ქსელები.

გურჯაანის ახალი პარკი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.