Home დღის ამბები ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღუდუშაური გუშინ აიყვანეს.

მას ბრალი ჯერ არ წარდგენია და საქმის მასალებიც ადვოკატისთვის ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ.

ღუდუშაური 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა ზურაბ აზარაშვილის მმართველობის პერიოდში.

მანამდე კი იყო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ხოლო 2017-2018 წლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე.

მინისტრის მოადგილეობის პერიოდში, ის საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა და იყო კურატორი ისეთ უწყებებში, როგორებიცაა: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ასევე ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.