გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 40 მილიონ 774 ათასი ლარია.
მერის, გიორგი მაჭავარიანის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 5 250 000 ლარი, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით 6 930 000, სპორტის, კულტურის და ახალგაზრდული პროექტებისთვის – 7 871 000, ხოლო სოციალური დახმარების პროგრამებისთვის 3 410 000 ლარი გამოიყო.





















