გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მერიის სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრების განრიგი და მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 9 თებერვალს დაიწყება.
სამუშაო შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი ესწრებოდა.





















