მოსახლეობის საყურადღებოდ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ იწყება!
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 830 000 ლარი განისაზღვრა.
2026 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 326 000 ლარი გამოიყო.
სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 9 თებერვლიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 21 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.
9 თებერვალი:
მთისძირი – 12:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;
ბალღოჯიანი – 13:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;
ახალსოფელი – 14:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან.
10 თებერვალი:
ჭიკაანი – 12:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;
გავაზი – 13:00 საათი – ადმინისტრაციულ შენობასთან;
სანავარდო – 14:00 საათი – სოფლის ცენტრში (სკოლასთან).
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.





















