Home რეგიონი მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ მანავში საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ მანავში საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განახორციელებს.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ სოფელ მანავს ექნება რენტაბელური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა. ამის შესახებ ინფორმაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა სოფიო ბარნაბიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა მანავის მოსახლეობას გააცნეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთვის და სკოლის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა დაგეგმილია მიმდინარე წლის თებერვალში.