გავაზის საბავშვო ბაგა-ბაღი, მუსიკის პედაგოგს, ია ბეგაშვილს ემშვიდობება
42 წლის მასწავლებლის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, თრომბოზი სახელდება.
ბეგაშვილი წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მუშაობდა და კოლეგების თქმით, გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ბავშვებისადმი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით.
პედაგოგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადება ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციამ გაავრცელა.





















